ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა შეთანხმების მისაღწევად, თუმცა რადიკალურ ოპოზიციას მოლაპარაკება არ სურდა - პრემიერი

01 აპრილი 2021, 11:20 1156 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც კი არ ყოფილა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე მოლაპარაკებების ჩაშლის პროცესში რადიკალური ოპოზიცია დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათ არ ეყოთ არც გამბედაობა და არც გონიერება ხელი მოეწერათ დოკუმენტისთვის.

მისივე განცხადებით, ისინი თხოვდნენ დანიელსონს დოკუმენტში გარკვეული პუნქტების დამატებას და შეთანხმების ჩაშლაზე იყვნენ ორიენტირებულნი.

"დღეს როცა ვითარება ყველასთვის ცხადია, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე და მთლიანად ვორინეტირდეთ იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას აწუხებს.

მედიატორის მიერ წარმოდგენილ წინადადებებზე ჩვენ გვქონდა შემხვედრი პოზიცია, კომპრომისული, კონსტრუქციული, რაც მთავარია ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ ორინეტირებული"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში