საქართველოს მხარდამჭერი განცხადება პოლონეთსა და ლიეტუვაში

01 აპრილი 2021, 11:50 786 ნახვა

პოლონეთის სეიმისა და სენატის, ასევე ლიეტუვის სეიმის საპარლამენტო ასამბლეის დისტანციური კრების  დასრულების შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია,  რომ  პოლონეთი და ლიეტუვა ძალისხმევას არ დაიშურებენ, იმისთვის, რომ  ევროკავშირის საბჭოში მათი თავმჯდომარეობის დროს საქართველომ  მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი. ამავე კონტექსტში ნახსენებია მოლდოვა და უკრაინა. ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მეგობარი ქვეყნები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმატებაზე ამახვილებენ ყურადღებას და  მკაცრად გმობენ რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალსა და რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში