საბავშვო-გასართობი ცენტრები და თეატრები დღეიდან ფუნქციონირებას განაახლებენ

01 აპრილი 2021, 12:41 1156 ნახვა

პრემიერით ხვდება საქართველოს რამდენიმე თეატრი ახალ სეზონს, მათ შორის ბათუმის დრამატული თეატრიც. ერთწლიანი პაუზის შემდეგ მაყურებელ სპეკტაკლს დარბაზიდან უყურებს. პირველი სპეკტაკლს, რომელსაც ბათუმის დრამატულ თეატრში მსახიობები ითამაშებენ, ეს იქნება ლეონიდ ანდრეევის „სჯანი“ სპექტაკლის რეჟისორი  ზაზა სიხარულიძეა, მსახიობები კი დავით ჯაყელი, ქეთევან ეგუტიძე, ლაშა კონცელიძე და ანო ზურაშვილი. მაყურებელი სპექტაკლს რეგულაციების გათვალისწინებით პირბადეებითა და დისტანციის დაცვით დაესწრება. დღეიდან ასევე სპორტულ ღონისძიებებსაც დაესწრება მაყურებელი. შეგახსენებთ, თეატრებმა, სასპორტო კლუბებმა, ასევე პროფესიულმა ანსამბლებმა რეპეტიციები და ვარჯიში 15 მარტიდან განაახლეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში