პროტესტი საქართველოში პოზნერის ვიზიტის გამო-შეფასებები

01 აპრილი 2021, 14:38 852 ნახვა

„მთავრობამ შემოუშვა, ხალხმა გაუშვა“ - ოპოზიცია რუსი ჟურნალისტის საქართველოში ვიზიტზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. განმარტავენ, რომ ქვეყანაში ვლადიმერ პოზნერის შემოშვება  არაფრით განსხვავდება სერგეი გავრილოვის ვიზიტისგან. ოპოზიცია ხელისუფლებას, ხელისუფლება კი ოპონენტებს აკისრებს გუშინდელ მოვლენებზე პასუხისმგებლობას. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ ოპოზიციამ პროვოკაციის მოწყობა სცადა. მოვლენებს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სამართალდამცველების რეაგირება დაგვიანებული იყო.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში