მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, იმოქმედონ დაუყოვნებლივ, ფსონი დევს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების მომავალზე - ევროპარლამენტარები

02 აპრილი 2021, 10:47 1216 ნახვა

ევროპარლამენტის წევრები საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.

ისინი წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ დათანხმდნენ ევროკავშირის მედიატორის კრისტიან დანიელსონის შეთავაზებას.

ისინი საუბრობენ მოსალოდნელი შედეგების შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების თვალსაზრისით.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ლიდერებს იმოქმედონ დაუყოვნებლივ, რათა ფსონი დევს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის მომავალზე.

"პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირისგან საქმის ჩვეულებრივ გაგრძელებას. კერძოდ, ევროპარლამენტის მხრიდან იქნება მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის შემდგომი თანხების გამოყოფის შეჩერების, ასევე პირობითობის გაზრდის მხრივ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებასთან და მხარდაჭერის საბიუჯეტო პროგრამებთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მიღება საჭიროებს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეუთო/ოდირისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულებას. ეს რეფორმები არის საკვანძო მნიშვნელობის ნდობის აღსადგენად. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ჭეშმარიტად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან იქნას აცილებული მომავალი არჩევნებისა და სასამართლოს სისტემისთვის ძირის გამოთხრა, ასევე მომავალში შესაძლო შეთანხმებისთვის კარის არასაჭირო დახურვა.

მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, იმოქმედონ დაუყოვნებლივ. ფსონი დევს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების მომავალზე“, – ნათქვამია ევროპარლამენტის წევრების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს მაღალი რანგის 7 ევროპარლამენტარი.

განცხადების სრული ტექსტი იხილეთ ვრცლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში