საჭიროა ამ გზავნილების სერიოზულად მიღება - კარლ ჰარცელი ევროპარლამენტარების განცხადებაზე 

02 აპრილი 2021, 13:14 902 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საჭიროა ევროპარლამენტარების გზავნილების სერიოზულად მიღება. 

კარლ ჰარცელის თქმით,  განცხადების ხელმომწერები წამყვანი ევროპარლამენტარები არიან. 

„ევროპარლამენტის წევრების მიერ, გუშინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა. არ შემიძლია, ვისაუბრო ევროპარლამენტის ან ინდივიდუალური წევრების სახელით. უბრალოდ, ვიტყვი რომ, რა თქმა უნდა, ცხადი გზავნილები გამოდის და საგულისხმოა, რომ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლები, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროპარლამენტის წევრები საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ. ისინი წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ დათანხმდნენ ევროკავშირის მედიატორის კრისტიან დანიელსონის შეთავაზებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში