ჩინური ვაქცინა მალე შემოვა

02 აპრილი 2021, 20:12 949 ნახვა

საქართველოში ხვალ  ჩინური ვაქცინა ჩამოვა, რომელსაც მკაცრი მარეგულირებლის აღიარება აქვს, თუმცა არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის  განცხადებით, „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინა შაბათს შემოვა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით კი, იმ დაშვებით, რომ ''სინოფარმი'' აპრილის ბოლომდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს  ამიტომ გადაწყვიტეს მისი შეძენა.  თამარ გაბუნიას თქმით, მსოფლიოში ახლა  ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა ძალიან  გართულებულია. 

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს,  ბოლო მონაცემებით,  8 ათას 909 ადამიანია აცრილი, მათ შორის 800 აჭარაში. 

ბოლო 24 საათში კი  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,   კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცნინა  1077 მოქალაქემ გაიკეთა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში