ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაცია ჯანმოს ავტორიზაციის შემდეგ დაიწყება

05 აპრილი 2021, 18:04 892 ნახვა

ეპიდემიის დამარცხების შესაძლებლობას  სპეციალისტები ისევ  ვაქცინაციაში ხედავენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ  ცენტრში  დღეს   ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ეს არის ვაქცინა, რომელიც ორი დღის წინ შემოიტანეს საქართველოში, თუმცა  პრეპარატით ვაქცინაცია მას შემდეგ დაიწყება, როცა მას  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს. 

საქართველოში ჩინეთის ელჩი ლი იანი აცხადებს, რომ კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ გამოყენებას რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენები არ მოჰყოლია. ელჩის ინფორმაციით, ამჟამად „სინოფარმის“ ვაქცინას, ჩინეთის გარდა 50-ზე მეტი ქვეყანა იყენებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში