ევროკავშირის ელჩი ანა დოლიძეს შეხვდა

06 აპრილი 2021, 12:18 1001 ნახვა

როგორ შეიძლება შესრულდეს კრისტიან დანიელსონის  ექვს- პუნქტიანი გეგმა? – ამ საკითხის განსახილველად მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა. ანა დოლიძის განცხადებით, მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისიდან დროულად გამოსვლა და როგორც აღნიშნავს ამისთვის უნდა არსებობდეს საზოგადოების ხმა, რომელიც მათ მოთხოვნებს გაახმოვანებს. ანა დოლიძის განცხადებით, მან კარლ ჰარცელს მოსახლეობის 60%-ის მოსაზრება გააცნო, კონკრეტულად კი ის პოზიცია, რომელიც აირაის კვლევების მიხედვით გამოიკვეთა, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში