ქობულეთში ორი საჯარო სკოლა დაიხურა 

06 აპრილი 2021, 14:23 2534 ნახვა

ქობულეთში კიდევ ორი სკოლა დროებით დაიხურა. სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა სოფელ მუხაესტატეს და ქობულეთის პირველი საჯარო სკოლები. 

რესურსცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ჩატარებული PCR ტესტირების შედეგად, პირველი სკოლის, დაწყებითი კლასის ერთ პედაგოგს კოვიდი დაუდგინდა, რის გამოც ეპიდემიოლოგებმა სასწავლო დაწესებულების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. დირექტორის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა, ორივე ინფიცირებულია მასწავლებელია. ნარგიზ რომანაძის თქმით, სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე ჩატარდა დეზინფექცია. 

რაც შეეხება სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლას, ინფიცირებულია პირველი კლასის მოსწავლეს. გუშინ კი აღნიშნულ სკოლაში კორონავირუსი მე-9 კლასის მოსწავლესაც დაუდგინდა. 

''ორი კვირის განმავლობაში სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. სანამ PCR ტესტირების შედეგად არ დადგინდება საბოლოოდ, არის თუ არა სკოლაში შიდა გავრცელება'' - ამბობს სოფელ მუხაესტატეს სკოლის დირექტორი დავით მენაღარიშვილი.

ქობულეთის 46 საჯარო და 3 კერძო სკოლაში სავალდებულო PCR ტესტირებები დილიდან დაწყებულია. რესურსცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ კვლევის შედეგებით დადგინდება,  ეპიდემიოლოგიური კუთხით რა ვითარებაა მუნიციპალიტეტის სკოლებში. 

ქობულეთში ოთხი საჯარო სკოლა და ორი ბაღია დახურული. 6 აპრილის მონაცემებით სკოლებში მოსწავლეების სწრებადობა 50% შეადგენს. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში