ვაქცინის გაკეთების მსურველთა რიცხვი მცირედით გაიზარდა

06 აპრილი 2021, 15:04 863 ნახვა

ვაქცინაციის პროცესი გრძელდება აჭარაში. ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით 1 200-მდე ადამიანი უკვე აიცრა. მათ შორის 607 ასტრაზენეკას ვაქცინით, დანარჩენი კი ფაიზერითვაქცინააციის მსურველთა რიცხვი ბოლო ორ დღეში გაიზარდა, მხოლოდ დღეს ასტრაზენეკას ვაქცინაზე უკვე 40 პირი დარეგისტრირდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი დღეს ასტრაზენეკათი აიცრა, იგი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში