ქობულეთში ხანძარია - ცეცხლი ეკალ-ბარდსა და ნარგავებს მოედო 

07 აპრილი 2021, 17:06 1016 ნახვა

ქობულეთში, სოფელ გვარს ცენტრალურ გზასთან ახლოს ხანძარია. ცეცხლი თავდაპირველად ეკალ-ბარდს გაუჩნდა, მოგვიანებით კი თხილის ბაღზე გადავიდა. 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობს. 

აღნიშნულ ნაკვეთზე, მოქალაქეს თხილი და სხვა ხილი ჰქონდა გაშენებული. ამბობს, რომ ცეცხლმა ნარგავების დიდი ნაწილი გაუნადგურა. 

 არსებული ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰექტრამდე ფართობი. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ლოკალიზებულია. მათივე განმარტებით ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი მუშაობს და გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები.

მათივე განმარტებით, დაშავებული არავინაა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში