პოლიტიკური კონსულტაციები

04 ნოემბერი 2016, 00:00 2870 ნახვა

ქართული ოცნების გასვლითი სხდომა მიმდინარეობს კაჭრეთში. უმრავლესობის წევრები რამდენიმე საათის წინ შეიკრიბნენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძირითადად საუბარი იმ დაპირებების შესრულებას ეხება, რომლებიც ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ გასცა. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით საუბარი ასევე შეეხება საპარლამენტო და სამთავრობო ცვლილებებს, ვინაიდან დღის მეორე ნახევარში აქ ელოდებიან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს, ასვე საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს. 

ამავე კატეგორიაში