დატოვებს თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელს“ თაკო ჩარკვიანი?

08 აპრილი 2021, 15:21 825 ნახვა

დატოვებს თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელს“ თაკო ჩარკვიანი? ჯერჯერობით უცნობია. ის აცხადებს, რომ შეფარული პოზიციები - პარლამენტში შესვლასთან  დაკავშირებით  მიუღებელი და კითხვის ნიშნების შემცველია.  ის სოციალურ ქსელში წერს, რომ მიუღებელია კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პოზიციები, მათ შორის მის ბლოკში მყოფების. თაკო ჩარკვიანი ამ ეტაპზე სტრატეგია აღმაშენებლის დატოვებას არ ადასტურებს, თუმცა მეტ კონკრეტიზაციას სთხოვს  - სურს თუ არა პარლამენტში შესვლა ამ მწვავე ვითარებაში სტრატეგია აღმაშენებლის წევრს თეონა აქუბარდიას. პრეტენზიის ადრესატი აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი არა სადებუტატო მანდატზე საუბარი, არამედ შარლ მიშელის 6 პუნქტიან გეგმაზე მუშაობა და ხელისუფლების დათმობაზე წამოყვანაა. კიდევ ერთი ადრესატი, ვისაც თაკო ჩარკვიანი პოლიტიკურ განცხადებებს უწუნებს, ენმ წევრი სალომე სამადაშვილია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში