აშშ საელჩოს განცხადება

09 აპრილი 2021, 12:05 767 ნახვა

სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა  მდინარე ენგურთან მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით    საქართველოში  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ. "აშშ-ს საელჩო გულითად სამძიმარს უცხადებს გუშინ მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობის დროს დაღუპული ქართველების ოჯახებსა და მეგობრებს;  ადამიანის სიცოცხლის დაცვა მოითხოვს ყოველი მხრიდან ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა თავიდან იქნას აცილებული გუშინ წყალში დახრჩობით გამოწვეული სიკვდილის მსგავსი მომავალი ტრაგედიები. ეს შემზარავი გარემოება უკვე მრავალი წელია ყველას გვახსენებს, რომ ოჯახებს უხდებათ წარმოუდგენელი არჩევანის გაკეთება  იყვნენ მათთვის საყვარელ ხალხთან ერთად, მიიღონ სამედიცინო დახმარება და განათლება, ან ოჯახი უზრუნველყონ საკვებით. აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია“ ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში