პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში

09 აპრილი 2021, 15:03 1080 ნახვა

,,უნდა ვიცოდეთ დათმობა,  სხვისი აზრის გათვალისწინება და მნიშვნელოვანია ერთად დგომა“ -ეს არის გზავნილები პრეზიდენტის გამოსვლიდან, რომელმაც  ყოველწლიური მოხსენება სპეციალურად დღევანდელ დღეს გადაწყვიტა,  რადგანაც მიაჩნია, რომ  ახლო წარსულიდან  სწორედ 9 აპრილია მაგალითი ერთიანობის. უახლესი ისტორიის გახსენების შემდეგ საუბარი განაგრძო ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესებით და შეგვიძლია  ვთქვათ, რომ  პრეზიდენტის მიმართვის ადრესატი  გამოსვლის დროს ძირითადად  ოპოზიცია იყო . დაახლოებით 26 წუთში შეაჯამა პრეზიდენტმა მთავარი სათქმელი.   რამდენჯერმე ახსენა სოლიდარობა და  ორად გაყოფილი საზოგადოება. დაასახელა  სამი მთავარი გამოწვევა. რას ფიქრობს სალომე ზურაბიშვილი ევროპელი შუამავლების ჩართულობით  გამართულ  მოლაპარაკებებზე, ვის ადანაშაულებს  არ შემდგარ შეთანხმებაში,  რა კონტექსტში ახსენა ვლადიმერ პოზნერის  საქართველოში ჩამოსვლა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში