ცვლილებები „ევროპულ საქართველოში“

10 აპრილი 2021, 20:30 1164 ნახვა

ევროპულ საქართველოს თავმჯდომარე გენერალური მდივანი ჰყავს, მაგრამ პარტიიდან რამდენიმე ლიდერი წავიდა, დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, ლევან თარხნიშვილი, გოკა გაბაშვილი, ირმა ნადირაშვილი და გივი თარგამაძე მათ პოლიტიკურ მომავალს გიგა ბოკერიას გვერდით ვეღარ ხედავენ, რადგან მათი მოთხოვნა, რომ პარტიაში ფუნდამენტური ცვლილებები მომხდარიყო და გზა დაეთმოთ ახალი ლიდერებისთვის არ დაკმაყოფილდა.

თავად ბოკერია თვლის, რომ გუნდიდან წასვლა პოლიტიკოსებს დიდი ხანია სურდათ, თუმცა მათი მხრიდან კრიტიკა მისთვის მიუღებელია და თვლის, რომ პრობლემების მოგვარება წასვლის გარეშეც შეიძლებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში