ტურიზმის პერსპექტივა 2021 აჭარაში

12 აპრილი 2021, 20:04 1848 ნახვა

ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური სექტორი აღმოჩნდა მსოფლიო ეკონომიკაში კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში. გაჯანსაღების პროცესი, როგორც ინდუსტრიის ექსპერტები ვარაუდობენ, ვერ იქნება სწრაფი და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო საქართველოში წელსაც შიდა ტურიზმზე გაკეთდება აქცენტი.

აჭარა გამორჩეული ტურისტული მიმართულებაა, სადაც სტუმრებს ეკოტურისტული, სათაგადასავლო, სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების ფართო არჩევანის საშუალება აქვთ. ობიექტებში სრულადაა დანერგილი კორონავირუსის საპრევენციო სტანდარტები, რაც უსაფრთხო ტურიზმის წინაპირობაა.

პანდემიამდე არსებულ ნიშნულზე დაბრუნებას, ალბათ, დიდი დრო დასჭირდება, მანამ კი ტურისტული ობიექტების მეპატრონეებმა უკვე დაიწყეს 2021 წლის სეზონისთვის მზადება. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში