ნიკა მელიას სასამართლო პროცესი

13 აპრილი 2021, 15:19 960 ნახვა

„სასამართლოს იმიტაციაა, გამიშვით ან რუსთავში ან გარეთ, - ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მოსამართლეს. ნიკა მელიამ ადვოკატებს და მოსამართლესაც პროცესის მალე დასრულებისკენ მოუწოდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა ნიკა მელიას შუამდგომლობა, რომელიც ითხოვდა დაეკითხათ პირი, რომელიც 20 ივნისის ღამის ჩანაწერების განადგურებაზე საუბრობდა. მოსამართლემ დაცვის მხარის სხვა შუამდგომლობებიც არ დააკმაყოფილა. სასამართლოსთან დილიდან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები და მელიას მხარდამჭერები არიან შეკრებილები. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში