დედაენის დღე ბსუ-ში

14 აპრილი 2021, 16:22 1855 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მონოგრაფიების “ტაო“ და “მარადიდი“ პრეზენტაცია გაიმართა. სამეცნიერო ნაშრომები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევართა ჯგუფს ეკუთვნის. ისინი წლების განმავლობაში სწავლობდნენ ქართულ და უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურასა და წყაროებს, ასევე სპეციალისტები იმყოფებოდნენ ისტორიულ ტაოში საველე ექსპედიციებით. ავტორთა ჯგუფის განცხადებით, მონოგრაფიებში თავმოყრილია მასალები ისტორიის, მატერიალურ- კულტურული ძეგლების, ფოლკლორისა და დიალექტის შესახებ. წიგნების წარდგენა სიმბოლურად 14 აპრილს, ქართული ენის დაცვის დღეს გაიმართა.  დედაენის დღე 1990 წლიდან  1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა. 43  წლის წინ,  პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში,  კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში