გახარიას გუნდი

14 აპრილი 2021, 20:09 1039 ნახვა

„ქართული ოცნების დღის წესრიგი უკვე აღარ შეესაბამება ხალხის საჭიროებებს“ - ეს გზავნილები დღეს, მმართველი პოლიტიკური პარტიიდან წასული დეპუტატებისგან  ისმოდა. ''ოცნებიდან'' წასულ გახარიას გუნდის წევრებს, მანდატების დატოვების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას გაუმართლებელი ნაბიჯი უწოდეს „ქართულ ოცნებაში“ და თქვეს, რომ უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება, თავად დეპუტატები კი ფრაქციას ვერ შექმნიან, რადგან ამას 7 მანდატი სჭირდება და ექვსივე „ოცნების“ სიით მოხვდა პარლამენტში, ახალი რეგლამენტით კი 1 პარტია მხოლოდ 1 ფრაქციას ქმნის.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში