მოლაპარაკების პერსპექტივა

14 აპრილი 2021, 20:07 1474 ნახვა

ოპოზიციასა და ხელისუფლებას დიპლომატები კომპრომისისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. საერთაშორისო პარტნიორები აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარება ყველამ უნდა გაანალიზოს. ოპოზიციის ნაწილი კომპრომისს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე გამორიცხავს.

საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით გამართული შეხვედრის შემთხვევაში, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატები სწორედ ამ მოთხოვნას ისევ გააჟღერებენ.

მოლაპარაკებებისა და კონსესუსის აუცილებლობაზე ისევ საუბრობენ მმართველ პოლიტიკურ პარტიაში.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში