ეპიდვითარება 14/04/21

14 აპრილი 2021, 20:06 1218 ნახვა

ეპიდვითარების გამო აჭარაში ამ დროისთვის 10 სკოლა და 2 ბაღია დახურული. ინფიცირების შემთხვევები ძირითადად, ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთშია.

ქვეყნის მასშტაბით ბოლო  24 საათში  ვირუსით ინფიცირების 1 085 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

პაატა იმნაძის განცხადებით, მოქალაქეებს შეუძლიათ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საფლავზე გავიდნენ, თუმცა, იქ ქეიფი საჭირო არ არის.

საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,3%-ს შეადგენს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში