ქობულეთში კორონავირუსის შემთხვევების გამო კიდევ ერთი სკოლა დაიხურა 

16 აპრილი 2021, 10:37 1506 ნახვა

ქობულეთში, სოფელ გვარას სკოლა დროებით დაიხურა. მიზეზი კოვიდის გავრცელება გახდა. ინფიცირებულია მე-10 და მე-5 კლასის მოსწავლეები და ერთი მასწავლებელი. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

სკოლის ადმინისტრაციაში აცახდებენ, რომ ვირუსის გავრცელება, სკოლის შიდა სივრცეს არ უკავშირდება და ის ოჯახური კონტაქტებია. 

კორონავირუსის შემთხვევა სკოლაში გეგმიური PCR ტესტირების დროს გამოვლინდა. 

ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციითა და განათლების სამინისტროს შესაბამისი ბრძანებით სკოლის მოსწავლეები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში ისწავლიან. 

მადონა გოგიტიძის თქმით, მუნიციპალიტეტში 9 საჯარო სკოლაა დაკეტილი, თუმცა ორშაბათიდან რამდენიმე სასწავლო დაწესებულების გახსნა იგეგმება. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში