გენერალი ჯონ ნიკოლსონი ლევან იზორიას შეხვდა

06 ნოემბერი 2016, 00:00 4054 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურს შეხვდა. ლევან იზორიას და გენერალ ჯონ ნიკოლსონის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გენერალ ნიკოლსონს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხრიდან მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების ჩართულობას. ქართული მხარის განცხადებით, საქართველო აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო მშვიდობის და სტაბილურობის მხარდაჭერას როგორც ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ასევე მის გარეთ.

ამავე კატეგორიაში