შეფასებები გირჩის გადაწყვეტილებაზე

16 აპრილი 2021, 20:05 1253 ნახვა

გირჩის სამომავლო ნაბიჯებს, პარლამენტში შესვლის საკითხზე,  პოზიციისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ. გირჩის გზა პარლამენტამდე 7 პუნქტიან გეგმაზე გადის. მათი თქმით, ისინი ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში უბრალოდ მისვლას და ადამიანების გაცნობას აპირებენ. 

შეფასებები არაერთგვაროვანია. გია ვოლსკი ფიქრობს, რომ შეფასების გაკეთება საბოლოო გადაწყვეტილების გაჟღერებამდე ნაადრევია,  ნებისმიერი პარტია ამომრჩევლის სურვილის შესრულებითა და საქართველოში სტაბილური ვითარების შენარჩუნებით, ისტორიის წინაშე მართალი იქნება.

ევროპული საქართველოს ლიდერის  გიგა ბოკერიას თქმით კი, გირჩის გადაწყვეტილება პოლიტიკურ ვითარებაში არაფერს შეცვლის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში