პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიდის

18 აპრილი 2021, 12:30 868 ნახვა

ევროპის საბჭოს  საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მეათე მოწვევის პარლამენტის დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.  ქართული წარმომადგენლობის მთავარი გზავნილი ოკუპაციას ეხება.

ევროპის საბჭოში საქართველო  კიდევ ერთხელ მოითხოვს მხარდაჭერას და რუსეთის მისამართით დავალებას, რომ ოკუპანტმა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. მომავალ ვიზიტში მონაწილეობას მიიღებს ოპოზიციის წარმომადგენელი ლევან იოსელიანი, პარტია „მოქალაქეებიდან “.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში