ბათუმში ხვალ შუადღისას ამინდი შეიცვლება

19 აპრილი 2021, 10:02 2752 ნახვა

20 აპრილს აჭარაში - ღამისა და დილის საათებში უნალექო ამინდი და აღმოსავლეთის ცხელი ქარის გავლენით ჰაერის მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. შუადღის საათებში ქარი მიმართულებას შეიცვლის, გაძლიერდება დასავლეთის ქარი 17-22 მეტრ წამამდე და ტემპერატურა დაიკლებს.

21 აპრილს, როგორც სანაპირო ზოლში, ასევე მთიან რაიონებში შედარებით გრილი ამინდი იქნება და ხანმოკლე წვიმა, ელჭექით.

 

 

ფოტო: ბათუმის ბულვარი

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში