ეპიდვითარება საქართველოში

19 აპრილი 2021, 12:21 946 ნახვა

კოვიდ 19 -ის შემთხვევის დაფიქსირების გამო ქობულეთში, სოფელ ზენითში ბაღი დაიხურა. ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, კოვიდ- 19 აღსაზრდელს და აღმზრდელს დაუდასტურდათ. პროტოკოლის მიხედვით, სააღმზრდელო დაწესებულება ორი კვირით დაიხურება. გარდა ამისა,  ქობულეთში 4 ბაღი რჩება ამ დრომდე დაკეტილი. რაც შეეხება  სრულად აჭარაში არსებულ მდგომარეობას საგანმანათლებლო კუთხით, 12 სკოლა იყო დახურული. დღეიდან ხუთი სკოლის მოსწავლეები ისევ დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში. აჭარის განათლების სამინისტროს  განცხადებით,  ხვალ კიდევ 2 სკოლა გაიხსნება. ჯამში სულ 27 კლასი რჩება ონლაინ რეჟიმზე. ბოლო 24  საათში  ქვეყანაში კოვიდ- 19  578 ადამიანს  დაუდასტურდა. რაც შეეხება აჭარას აქ  ვირუსით ინფიცირების  57  ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 24 საათის მონაცემებით,  ვირუსს   10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში