''ნაციონალური მოძრაობა'' დოკუმენტის ამ ვერსიას ხელს არ აწერს - აკაკი მინაშვილი 

19 აპრილი 2021, 12:24 920 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრის, აკაკი მინაშვილის თქმით, ისინი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ. 

ამბობენ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი ბუნდოვანია, ასევე მიუღებელია ვადამდელი არჩევნების ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა.

მინაშვილის განმარტებით, დოკუმენტში არის საკითხები, რომლებიც მათთვის ბუნდოვანია.

''ამ ვერსიით, რაც არის წარმოდგენილი, ნაციონალური მოძრაობა ამ დოკუმენტს ხელს არ აწერს. პირველ რიგში, ბუნდოვანია პოლიტიკური პატიმრების გამოშვების თემა. აქ არის საუბარი გირაოზე და თქვენ იცით ჩვენი პოზიცია გირაოზე ნიკა მელიას შემთხვევაში. ასევე, არის საუბარი ამნისტიაზე და იმ ჩანაწერით, რაც არის შეთანხმებაში, არის ძალიან ფართო ამნისტია და მოიცავს იმ ადამიანებს და იმ საჯარო მოხელეებს, ვინც გადამეტებული ძალის გამოყენებით ზიანი მიაყენა იმ ადამიანებს, ვინც გამოხატავდა თავის პროტესტს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ", - ამბობს მინაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში