ვინ არის მზად დოკუმენტზე ხელმოსაწერად?

19 აპრილი 2021, 18:09 916 ნახვა

შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმოწერის თანხმობა საჯაროდ უკვე დააფიქსირეს "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელოს" და "გირჩის" წარმომადგენლებმა. დოკუმენტს ეთანხმება "ქართული ოცნებაც".

შარლ მიშელის შეთავაზებას ხელი უკვე მოაწერეს და პარლამენტშიც მივიდნენ გირჩის წევრები.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს ზურაბ ჯაფარიძეც, თუმცა არ სჯერა, რომ ამ დოკუმენტით მოხდება კრიზისის განმუხტვა.

ცალსახად განახლებულ დოკუმენტს არ ეთანხმებიან ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საბჭოს წევრები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში