კოვიდ-ვითარება და ვაქცინაცია

19 აპრილი 2021, 20:07 980 ნახვა

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3%-ზე მეტია, ქვეყანაში კოვიდ-19“-ით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან აჭარაში 57.

დღეს, გამოვლენილი ვირუსის შემთხვევათა შედარებით ნაკლებ რაოდენობას შაბათ-კვირას ტესტების სიმცირეს უკავშირებენ ჯანდაცვის უწყებაში და ამბობენ, რომ ეპიდვითარება კვლავაც საყურადღებოა.

ასევე იზრდება დატვირთვა კლინიკებზე, რის გამოც შესაძლოა მოხდეს დამატებით საწოლების მობილიზება.

19 აპრილის მონაცემებით, საქართველოში 30 ათასზე მეტი ადამიანია აცრილი, 4 მაისიდან კი უკვე სინოფარმით აცრა იწყება, ასევე დაიწყო ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში