ინდივიდუალური ოპოზიციონერები და ახალი გეგმა

19 აპრილი 2021, 20:09 1105 ნახვა

პოლიტიკური კრიზისიდან თავის დაღწევის მიზნით ქვეყანაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები - ასე ფიქრობენ „ქართულ ოცნებაში“, სადაც გიორგი რურუას შეწყალების გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუ ამას პრეზიდენტი გააკეთებს. ზოგადად კი ამბობენ, რომ გიორგი რურუა არ არის პოლიტპატიმარი.  

მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელს აწერენ "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელოს" და "გირჩის" წევრები, ასევე ზურა გირჩი ჯაფარიძე, „ევროპული საქართველოს“ სიით გასული 2 კანდიდატი და რესპუბლიკური პარტია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კომპრომისულ წინადადებაზე ხელმოწერის აუცილებლობაზე საუბრობენ არასამთავრობო სექტორშიც.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში