ოპოზიცია, რომელიც ახალ გეგმას არ ეთანხმება

19 აპრილი 2021, 20:11 1183 ნახვა

დაახლოებით ნახევარ საათში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება. პარტიები, სავარაუდოდ, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ წინადადებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

დაახლოებით 2 საათია კი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

ოპოზიციური პარტია დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით პოზიციებს აჯერებს.

სხდომის დაწყებამდე გაკეთდა კომენტარები და ოპოზიციონერმა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ნიკა მელიას გათავისუფლება დოკუმენტის ხელმოწერამდე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში