შარლ მიშელი დღეს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება

20 აპრილი 2021, 14:19 842 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში დღეს, 15:00 საათზე ჩამოფრინდება.

შარლ მიშელი პირველ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართავს, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ასევე, დაგეგმილია შარლ მიშელის პირისპირ შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომლის დასრულების შემდეგაც, ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შეხვდება.

შესაბამისად დეპუტატები, რომლებიც პარლამენტს ბოლო თვეების განმავლობაში ბოიკოტს უცხადებდნენ, თუმცა გუშინ მედიატორ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს შეუერთდნენ, დღეს პარლამენტში მივლენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში