ვიწვევთ პარლამენტის ინდივიდუალურ და დარჩენილ პარტიებს, რომ ხელი მოაწერონ შეთანხმებას - სახელმწიფო დეპარტამენტი

20 აპრილი 2021, 23:21 1134 ნახვა

ვიწვევთ პარლამენტის ინდივიდუალურ და დარჩენილ პარტიებს, რომ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რათა მოსახლეობის მიერ არჩეულმა ყველა წარმომადგენელმა შეძლოს, საქართველოში არსებულ აქტუალურ საკითხებზე მუშაობის დაწყება. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა.

მათივე განცხადებით, შეთანხმება, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით, იქნა მიღწეული, მძიმე კომპრომისს და პოლიტიკურ გამბედაობას მოითხოვდა.

"ჩვენ მივესალმებით საქართველოში გუშინ მიღწეულ შეთანხმებას, რათა დასრულდეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი. ეს შეთანხმება, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით იქნა მიღწეული, ყველა მხარისგან რთულ კომპრომისებს მოითხოვდა. ის მოითხოვდა პოლიტიკურ გამბედაობას და ქართველი ხალხის მიმართ ერთგულებას, რომ გაგრძელდეს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების საქმეზე მუშაობა. ეს არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროგრესის ნიშანი.

ვიწვევთ პარლამენტის ინდივიდუალურ და დარჩენილ პარტიებს, რომ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რათა მოსახლეობის მიერ არჩეულმა ყველა წარმომადგენელმა შეძლოს, საქართველოში არსებულ აქტუალურ საკითხებზე მუშაობის დაწყება. აშშ ერთგულია დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს, რომ უზრუნველყოს ამ შეთანხმების მიზნების მიღწევა. როგორც ყოველთვის, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ოჯახში სრული ინტეგრაციის გზაზე“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში