სოლიდარობის მარში ნიკა მელიას მხარდასაჭერად - ავტოკოლონა რუსთავის ციხისკენ დაიძრა

21 აპრილი 2021, 11:08 1580 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელიას მხარდასაჭერად რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ. აქტივისტები ამბობენ, რომ მელია არანაირი გირაოს გადახდას არ აპირებს და „ვინც ამას გააკეთებს, ყველა მისი მტერია“.

აქციას შეუერთდნენ ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წევრები - ''მელიები''. ისინი ამბობენ, რომ მელიას სოლიდარობას უცხადებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ''ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარე ციხიდან გირაოს გარეშე უნდა გათავისუფლდეს. 

აქტივისტებს თან აქვთ საქართველოს, აშშ-ს და ევროკავშირის დროშები. ასევე დროსა, რომელზეც გამოსახულია მელია.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში