დავით უსუფაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

21 აპრილი 2021, 16:49 1124 ნახვა

"ლელოს" წევრმა დავით უსუფაშვილმა შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა - ფოტოს და ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

უსუფაშვილის თქმით, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე იქნება დამოკიდებული. 

უსუფაშვილის გარდა, დღეს შარლ მიშელის დოკუმენტს კიდევ ოთხმა პოლიტიკოსმა მოაწერა ხელი.

ევროკავშირის ოფისში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, „ევროპელი სოციალისტების“ წევრები, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრები, პაატა მანჯგალაძე და თეონა აქუბარდია იყვნენ მისული. მათ დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერები გააკეთეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში