შეთანხმებული ნაბიჯების განხორციელება ახლა მოითხოვს ახალ სულისკვეთებას პოლიტიკაში - გერმანიის ელჩი

22 აპრილი 2021, 10:12 657 ნახვა

საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება. მისი განცხადება საელჩოს ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ქნირში აღნიშნავს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულმა გეგმამ ფართო თანხმობა ჰპოვა პოლიტიკურ ძალებს შორის.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულმა გეგმამ ფართო თანხმობა ჰპოვა პოლიტიკურ ძალებს შორის. მოხარული ვარ ამ კომპრომისის გამო, რომლისთვისაც ქალბატონი ელჩი კელი დეგნანი და ბატონი ელჩი კარლ ჰარცელი ასე დაჟინებით იღწვოდნენ.

შეთანხმებული ნაბიჯების განხორციელება ახლა მოითხოვს ახალ სულისკვეთებას პოლიტიკაში, ერთობლივი წარმატებისთვის მუშაობის სულისკვეთებას“, – აცხადებს ჰუბერტ ქნირში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში