„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმის არსებითი განხილვა გადაიდო

22 აპრილი 2021, 13:23 1400 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში  თამარ კორძაიას, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძის გაერთიანებული სარჩელის განხილვა გადაიდო.

თამარ კორძაიამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა დღევანდელი განხილვა 2 კვირის ვადით გაგადებულიყო.

ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარიას  წარმომადგენელი სხდომის ჩატარებას უჭერდნენ მხარს.

საკონსტიტუციო სარჩელით, დეპუტატები პარლამენტის 2 თებერვლის დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომლის მიხედვით, მათ მიმართვის მიუხედავად დეპუტატის უფლებამოსილება არ შეუჩერდათ.

საქმეს არსებითად სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის ცხრა წევრიდან სარჩელის განხილვის წინააღმდეგ მხოლოდ ევა გოცირიძე გამოვიდა.

„ქართულმა ოცნების" უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა. ჯაფარიძემ, ხოშტარიამ და კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, როგორც არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მომჩივან პირებს სარჩელის უკან გატანა შეუძლიათ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში