არის თუ არა კოვიდ-ტესტების დეფიციტი?

22 აპრილი 2021, 15:27 1286 ნახვა

საქართველოში კოვიდ- ტესტების დეფიციტზე განცხადება მედიკოსმა ვახტან კალოიანმა გააკეთა, რასაც ჯანდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ. მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ  მარაგი არის და  ამ კუთხით ქვეყანაში დეფიციტი არ შეიქმნება. ასევე თამარ გაბუნიას თქმით, სამინისტრომ დამატებით, მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში შეიძინა მილიონ ნახევარი ტესტი, ქვეყანაში კი მომდევნო კვირაში ჩამოვა. რაც შეეხება პისიარ ტესტს, გვითხრეს, რომ  ამ ეტაპზე ქვეყანაში 400  ათასი ერთეული პისიარ ტესტია. რა ვითარებაა რეგიონში ამ მიმართულებით, რატომ სთხოვენ კოვიდ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ მოქალაქეებს კორონავირუსის ტესტის ჩასატარებლად  სპეციალურ სამედიცინო დოკუმენტს ,,ფორმა ასს“, რა შეიცვალა ტესტირების პროგრამაში- აჭარის ტელევიზია  მუშაობს ამ თემაზე და დეტალებს მომდევნო გამოშვებაში მოგიყვებით.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში