ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში

23 აპრილი 2021, 15:18 824 ნახვა

სამედიცინო სექტორი გადატვირთულია, ორშაბათიდან  კი კლინიკებში საწოლების რაოდენობა გაიზრდება, მიმდინარეობს მსჯელობა თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს ეპიდსიტუაციის უკეთესად სამართავად- ამბობს ჯანდაცვის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მომავალ კვირას  ვაქცინაციის საბჭო დამატებით შეიკრიბება და იმსჯელებს იმ ჯგუფებთან მიმართებაში, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან. ამასთან ცნობილი ხდება, რომ საქართველოში შემოსული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ვარგისიანობის ვადა 31 მაისს გასდის. ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის ვებ პორტალზე კი ვკითხულობთ, რომ მოსახლეობის  დიდი ნაწილი აცრას მხოლოდ ფაიზერით გაიკეთებს. როგორია რეგისტრაციის პროცესის პროცენტული მაჩვენებელი და უნდა ელოდოს თუ არა მოსახლეობა რეალურად ფაიზერის ვაქცინას.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში