ეპიდვითარება 23/04

23 აპრილი 2021, 20:06 870 ნახვა

სამედიცინო სექტორი გადატვირთულია, ორშაბათიდან  კი კლინიკებში საწოლების რაოდენობა გაიზრდება, მიმდინარეობს მსჯელობა თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს ეპიდსიტუაციის უკეთესად სამართავად - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, ჩინური “სინოფარმით“ ვაქცინაცია, შესაძლოა, გარკვეულ ჯგუფებს ჩაუტარდეთ, კერძოდ, მასწავლებლებს, ბაღის აღმზრდელებს, პოლიციას, იუსტიციის სახლებსა და „ფრონტ-ოფისებში“ მომუშავე ადამიანებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში