როტაცია „ოცნებაში“ - შეფასებები აჭარაში

25 აპრილი 2021, 20:30 907 ნახვა

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებმა   დღეს არჩილ თალაკვაძის გარეშე  იმსჯელეს  იმაზე თუ  როგორ უნდა შესრულდეს შეთანხმება.  ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს,  რომ თალაკვაძის თანამდებობა სწორედ ამ შეთანხმებას  შეეწირა, რადგან ქართულ ოცნებას ამ პროცესში  ბევრის  დათმობა  მოუხდა.

მოულოდნელმა საკადრო  ცვლილებამ  გააჩინა  ბევრი  კითხვა - მათ შორის ისიც ხომ არ გეგმავს ქართული ოცნება პირობა ისევ დაარღვიოს. 

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ  პარლამენტის თავმჯდომარე  პასუხისმგებლობას   გაექცა.  მათთვის  მაღალი თანამდებობის პირების მიერ პოსტების დატოვება პარტიაში არსებული კრიზისის  დადასტურებაა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში