მმართველი გუნდი - მაჟორიტარული წესით არჩევნებზე

08 ნოემბერი 2016, 00:00 3762 ნახვა

მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმების საკითხზე მმართველი გუნდის პოზიცია, შესაძლოა შეიცვალოს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული სისტემა გამოუსადეგარად არ უნდა ჩაითვალოს. წინა მოწვევის პარლამენტის უმრავლესობამ საკანონმდებლო ორგანოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ინიციატივით მიმართა, თუმცა როგორი პოზიცია ექნებათ მმართველი გუნდის ახალ წევრებს, ეს უმრავლესობის ნაწილისათვის უცნობია. აღნიშნული კანონპროექტი მიზნად 2020 წლისათვის მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმებასა და მის ნაცვლად, რეგიონულ-პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. 

ამავე კატეგორიაში