იმუნიზაციის კვირეულის გზავნილები

26 აპრილი 2021, 15:18 811 ნახვა

ვაქცინაცია გვაახლოებს ჯანმრთელობის უნივერსალურ დაცვასთან, სამართლიან სამყაროსთან, მეგობრებთან- ეს არის  დღეს დაწყებული  იმუნიზაციის კვირეულის გზავნილები. საქართველოში   კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციაში უკვე ჩაერთო 38 553 ადამიანი, კოვიდ სტატისტიკის მიხედვით,  ქვეყანაში  გაზრდილია კოვიდ ინფიცირებულთა  სიკვდილიანობა,  ამიტომ  ამირან გამყრელიძის  განცხადებით,   ვაქცინაციის ტემპი უნდა დაჩქარდეს.  ამ ეტაპზე საქართველოში  მიმდინარეობს ასტრა ზენეკასა და ფაიზერის ვაქცინებით აცრა, ხვალ დღის ბოლოდან შესაძლებელი იქნება ჩინური სინოფარმის ვაქცინის დაჯავშნაც. რაც შეეხება ინდოეთში  გავრცელებულ ვირუსს, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეს შტამი  საფრთხილოა, თუმცა არა საგანგაშო. ის ტესტების დეფიციტს გამორიცხავს, განმარტავს, რომ ხვალ 400 000 სწრაფი ტესტი შემოვა ქვეყანაში, პისიარ ტესტების მარაგი კი როგორც ამბობს, საკმარისია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში