სააღდგომო ეპიდ-შეზღუდვები და ეპიდ-ვითარება

26 აპრილი 2021, 20:06 1349 ნახვა

ინფიცირების შემთხვევებთან ერთად, მზარდია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, თუმცა ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს. ითქვა დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე.

მობილობის შემცირების მიზნით კი 3-დან 12 მაისის ჩათვლით, საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს და აღდგომის სადღესასწაულო დღეებში კი სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება. მართლმადიდებლებისთვის გამონაკლისი იქნება აღდგომის ღამე, როცა ტაძრებში მისვლა საღამოს 9 საათის ნაცვლად, 11 საათამდე იქნება შესაძლებელი, სწორედ 23:00-ზე ამოქმედდება გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, დილის 04:00 საათამდე.

თუ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მასშტაბურად გაიზრდება, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის უმართაობის შემთხვევაში, სპეციალისტებს მოუწევთ იფიქრონ რა დამატებითი ზომები უნდა მიიღონ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თქვა,რომ ინდურ შტამთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად ვიყოთ. კორონავირუსს საქართველოში კიდევ 18 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირების შემთხვევები 521-ია, თუმცა ტესტიც იმაზე ნაკლები გაკეთდა, ვიდრე სამუშაო დღეებში. დედაქალაქის შემდეგ, ინფიცირებულების რაოდენობით აჭარა ლიდერობს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში