ამნისტიის კანონპროექტი აუცილებლად დაინიცირდება - ანრი ოხანაშვილი

26 აპრილი 2021, 22:18 923 ნახვა

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი აუცილებლად დაინიცირდება და კანონად იქცევა. "ქართული ოცნება" შეასრულებს პირობას. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ და ვერ იქნება.

"დღეს იყო მორიგი საქმიანი შეხვედრა, გავცვალეთ პოზიციები, იყო სამართლებრივ დეტალებზე საუბარი. შეთანხმებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე. შესაბამისად, შეთანხმებას შესრულება სჭირდება. „ქართული ოცნება“ შეთანხმების ერთგული რჩება. შეთანხმებიდან გამომდინარე, ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულებები ნაკისრი, მათ შორის ეს კომპონენტი შეეხება ამნისტიის კანონპროექტს. ამიტომ, ამნისტიის კანონპროექტი აუცილებლად დაინიცირდება. ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ და ვერ იქნება ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი. ამნისტიის კანონპროექტი დაინიცირდება, ამნისტიის კანონპროექტი კანონად იქცევა. არავის არაფერი გადაუფიქრებია. „ქართული ოცნება“ პირობას შეასრულებს. თუ იქნება რესურსი, რომ დაგვეთანხმოს ოპოზიცია სამართლიან, რაციონალურ პროექტზე, ეს სამართლიანი და რაციონალური იქნება, თუ არ დაგვეთანხმებიან, ეს მათი არჩევანი იქნება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

დღეს ნიკა მელიამ სოციალურ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართავს, გაიწვიონ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რის შემდეგაც ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება და საპყრობილეს დატოვებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში