ასე არაადეკვატურად რომ მოქცეულიყო ჩემი თანამშრომელი გავათავისუფლებდი - საკრებულოს თავმჯდომარე ბულვარის ყოფილ დირექტორზე 

27 აპრილი 2021, 11:56 1291 ნახვა

ბათუმის საკრებულოში, დღეს, სხდომა მიმდინარეობს. საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ განაცხადა, რომ ბულვარის ყოფილი დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლების საკითხზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებდა. თუმცა იქვე განმარტა, რომ წარმომადგენლობით ორგანოში მისი თანამშრომელი ასე არაადეკვატურად, რომ მოქცეულიყო, მხოლოდ ამ ქცევის გამო გაათავისუფლებდა. 

''ნამდვილად არ ვაპირებდი ყოფილი ბულვარის დირექტორის მისამართით განცხადების გაკეთებას, არ ვთვლი მიზანშეწონილად, მაგრამ ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული და ასე არაადეკვატურად მოქცეულიყო ჩემი თანამშრომელი, ბათუმის საკანონდებლო ორგანოში მარტო ასეთი საქციელი გამო გავათავისუფლებდი'' - განაცხადა სულიკო თებიძემ. 

ბულვარის დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე სამსახურიდან  12 აპრილს გაათავისუფლეს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში