შეხვედრა ერგნეთში

27 აპრილი 2021, 17:24 789 ნახვა

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ერგნეთში დღეს რიგით 99-ე შეხვედრა მიმდინარეობს. თბილისიდან ჩასული დელეგაცია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებისას ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვს.

მათ შორისაა ზაზა გახელაძე, რომელსაც ე.წ. სასამართლომ  თორმეტწლიანი პატიმრობა შეუფარდა. ქართული მხარე შეხვედრაზე ასევე  უკანონო ბორდერიზაციის საკითხსაც დააყენებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში